top of page

მე თოლია ქეთი ჟვანია ტაისონი ვარ და ადამიანებს ვეხმარები პიროვნულ განვითარებაში.

ეს მე ვარ 

ჩემზე ამბობენ, რომ ადვილად და სიამოვნებით შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში. ასეც არის, რადგან ვფიქრობ, რომ ერთმანეთის უკეთ გაცნობა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, ადამიანებს უფრო აძლიერებს, კეთილებს და თავისუფლებს გვხდის. ჩემთვის ეს იგივეა რაც ფრენა. ფრენასთან დაკავშირებით ყოველთვის თოლია ჯონათან ლივინგსტონის მეტაფორა მახსენდება ხოლმე, რომელიც იმიტომ კი არ დაფრინავს, რომ ჭამოს, არამედ იმიტომ ჭამს, რომ იფრინოს.

ვარ პოზიტიური ფსიქოთერაპიის კონსულტანტი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, არაფორმალური განათლების ექსპერტი და კორპორატიული თიმბილდინგების სპეციალისტი

image00015.jpeg

ეს მე ვარ 

სხეულის გონიერება

ადამიანებში მუდმივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს იმ უნარების დადგენა და გამოვლენა, რომლებიც მათ მაღალეფექტურობასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება. ვისაც ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ IQ-ინტელექტის კოეფიციენტის ტესტი, თქვენი ინტელექტის დასადგენად, შესაძლოა ისევე როგორც მე, თქვენც დაგწყვეტოდათ გული, თუ აღმოაჩინეთ, რომ გენიოსი არ ყოფილხართ . ბოლო წლებია მივხვდი, რომ მხოლოდ IQ ან EQ - ს (ემოციური გონიერება) განვითარება არ არის საკმარისი ჰარმონიული, გაწონასწორებული მოდელის შესაქმნელად. ამბობენ, როდესაც კითხვა ჩნდება, პასუხიც არ დააყოვნებსო. ჩემს კვლევა-ძიებაში აღმოვაჩინე ახალი მიმართულება, რომელსაც ადამიანის პიროვნული განვითარება-გაძლიერების სფეროში მომუშავე სპეციალისტები BQ - სხეულის გონიერებას უწოდებენ.

სიახლეები

პროექტები და ინიციატივები

18056817_1392987400763756_28609952195754
120557622_3466845390021225_4777000038943
310040_534815226542423_1840617707_n.jpg
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page