საკვანძო კომპეტენციa #5: ტრენინგის ეფექტიანობის მონიტორინგი და შეფასება
- Kety Tyson
- Jan 30, 2023
- 2 min read
საკვანძო კომპეტენციის სფერო

პროფესიონალ ტრენერს უნდა შეეძლოს მონაწილეებისაგან ააგროვოს და დაამუშაოს ინფორმაცია როგორც ტრენინგამდე, ასევე ტრენინგის შემდეგ. ტრენინგამდე შეფასება გამოიყენება იმის გადასამოწმებლად, რამდენად მჭიდრო კავშირშია მონაწილეთა საჭიროებები ტრენინგის გაწერილ ამოცანებთან. ტრენინგის პროცესში ტრენერებმა თვალყური უნდა ადევნონ (მონიტორინგი) რამდენად ესმით, აღიქვავენ, მოყვებიან სასწავლო მასალას მონაწილეები და საჭიროების შემთხვევაში შესწორებები შეიტანონ პრგრამაში რათა უზრუნველყონ ტრენინგის მიერ ყველა მონაწილის საჭიროების დაკმაყოფილება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეთა შეფასება იძლევა კრიტიკულ ინფორმაციას, რომელიც უნდა გამოვიყენოთ სასწავლო ამოცანებსა და კურსის შენაარს შორის კავშირების გასამყარებლად, და შესაბამისად სატრენინგო აქტივობებისა და გამოცდილებების გასაუმჯობესებლად.
საკვანძო კონცეფციები:
პროფესიონალი ტრენერები იყენებენ ტრენინგის ეფექტურობის შემაფასებელ მეთოდებს. ტრენინგის ეფექტურობაში მოიზრება სწავლის ტრანსფერის გაზომვა, სწავლისადმი ინტერესი, კმაყოფილების განცდა და საჭიროებების გათვალისწინება.
მონაწილეთა სწავლის შედეგების შესაფასებლად პროფესიონალი ტრენერები იყენებენ ქცევით ამოცანებს (მაგ. ის რისი დემონსტრირებაც შეიძლება, დანახვა ან მოსმენა)
პროფესიონალ ტრენერებს ესმით ტრენინგის შეფასების შედეგების მნიშვნელობა მომავალი ტრენინგებისა და მონაწილეთა შემდგომი ნაბიჯებისათვის.
პროფესიონალი ტრენერები მონაწილეთა საჭიროებების შეფასებას ტრენინგის დაგეგმვა-დიზაინის პროცესში იყენებენ.
აფასებს ტრენინგის შედეგებს: თვალსაჩინო კომპეტენციები
❑ იყენებს ტრენინგის საჭიროებების ანალიზს (მაგ. საჭიროებების შეფასების ფორმას) რათა მოძებნოს მონაწილეთა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და ინტერესების კავშირი ტრენინგის ამოცანებსა და მეთოდებთან.
❑ მონაწილეთა ცოდნის, დამოკიდებულებების და ინტერესების შესახებ აგროვებულ ინფორმაციას იყენებს ტრენინგის ამოცანების გარშემო ინდივიდუალური დახმარების (სქეფოლდინგის „ხარაჩოები“) უზრუნველსაყოფად.
❑ ტრენინგის სესიების პროცესში ახდენს მონაწილეთა მხრიდან მასალის მიმღებლობის შეფასებას და ახდენს პროგრამის მოდიფიცირებას არსებული ნაპრალების აღმოსაფხვრელად.
❑ ახდენს ტრენინგის ამოცანებთან დაკავშირებული წარმატების ინდიკატორების იდენტიფიცირებას და იყენებს უკვე არსებულ და დატესტილ ან საკუთარი ძალებით შექმნილ შეფასების ინსტრუმენტებს ტრენინგის ეფექტურობის განსასაზღვრად.
❑ იყენებს შეფასების მრავალფეროვან მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ტრენინგის შინაარსთან და საჭიროებების შფასებასთან არის თანხვედრაში (მაგ., კითხვარი და უკუკავშირის ფორმები, დემონსტრირება ან პერფორმანსის სერტიფიცირება, ცოდნის გამოცდა, მონაწილეების ან სტეიკჰოლდერების ინტერვიუ).
❑ მოდიფიცირებას უკეთებს ან ხელახლა იწყებს ტრენინგის შინაარსის, გადაცემის ფორმების და/ან აქტივობების დიზაინს რათა მოხერხდეს მონაწილეთა შეფასების დროს აღმოჩენილი სუსტი მხარეების აღმოფხვრა.
❑ მონაწილეთა მიერ ტრენინგის შეფასების მეთოდებს იყენებს სატრენინგო აქტივობების, შინაარსის და ეფექტურობის შესახებ უკუკავშირის მისაღებად და იმის დასადგენად რამდენად იყო კავშირი სასწავლო ამოცანებსა და ტრენინგის ფასილიტირებას შორის.
გამოყენებული ლტერატურა:
Competencies for trainers - https://ncwwi.org/files/Prof_Development__Training/Competencies_for_Trainers.pdf
ETC competence model for trainers - https://www.salto-youth.net/rc/training-and-cooperation/trainercompetencedevelopment/trainercompetences/
Core competencies fro trainers - https://cliengage.org/clirep/LMS/micro2-trainer/Core-Competencies-for-Trainers.pdf
GP trainer competencies - https://madeinheene.hee.nhs.uk/Portals/6/Trainers/Trainer%20competencies_1.pdf
Comments