top of page

საკვანძო კომპეტენცია 3: - ტრენინგის ჩატარება და სწავლის ფასილიტირების მეთოდოლოგია

საკვანძო კომპეტენციის სფერო

იმისათვის, რომ ტრენერმა შესძლოს ტრენინგის მონაწილეებსთვის საჭირო და ხარისხიანი მხარდაჭერის აღმოჩენა, უნდა აცნობიერებდეს ფიზიკური სატრენინგო სივრცის ზეგავლენას პროგრამის ფასილიტირების პროცესზე. დიდი მნიშვნელობა აქვს ზრდასრულთა სწავლების თეორიის ინტეგრაციას სატრენინგო მასალასთან, დაგეგმვის პროცესთან და სესიების ჩატარებასთან. კარგად დაგეგმილი და ხარისხიანად ჩატარებული სესიები ხელს უწყობს მონაწილეებს შეინარჩუნონ ყურადღების კონცეტრაცია ახალი მასალისა და უნარების ათვისების პროცესზე. ხარისხიანი ტრენინგი საჭიროებს ჯგუფის ოსტატური ფასილიტირების და დაგეგმვის ძლიერ უნარებს, რაც თავისებური ხიდია ტრენინგის შინაარსსა და ამოცანებსა და კარგად შერჩეულ სატრენინგო აქტივობებს შორის.


საკვანძო კონცეფციები:

  • იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს სწავლის პროცესს, სატრენინგო გარემო უნდა იყოს უსაფრთხო, კომფორტული.

  • ტრენინგ სესიები უნდა უზრუნველყოფდეს გაცნობას, მიზნებისა და სასწავლო ამოცანების მიმოხილვას, შინაარსისა და შეფასების ფორმების წარდგენას.

  • პროფესიონალი ტრენერები ტრენინგის მიწოდებას ზრდასრულთა სწავლების და არაფორმალური განათლების პრინციპებზე აფუძნებენ და სასწავლო ამოცანების განსახორციელებლად იყენებენ მეთოდოლოგიის მრავალსახეობას.

  • აქტიური სწავლების ტექნიკები ეფექტური სასწავლო ინსტრუმენტებია.

  • პროფესიონალი ტრენერები აფასებენ და იყენებენ ეფექტური პრეზენტაციის სტილის შემქმნელ ელემენტებს

  • ჯგუფის მენეჯმენტის და ჯგუფური ურთიერთქმედების დინამიკის შექმნის პრინციპები ძალიან ეფექტური სასწავლო ინტრუმენტები შეიძლება იყოს.

  • ტრენერის როლი სწავლის ფასილიტირებაში მდგომარეობს.

  • ზრდასრულების სწავლისთვის ყველაზე ხელსაყრელი არის გარემო, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და რომელიც ითვალისწინებს სწავლის სხვადასხვა სტილებს.

  • პროფესიონალი ტრენერები სასწავლო ამოცანების შესაბამისად ისეთ ტექნოლოგიებს და აუდიო-ვიზუალურ მხარდაჭერას ირჩევენ, რომლებიც ყველაზე უკეთ ერგება შერჩეულ სატრენინგო მასალას.

  • საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალი ტრენერი ისეთ სატრენინგო კონტენტს და ამოცანებს ქმნის, რომელიც მისაღებია დისტანციური სწავლებისათის და ინდივიდუალური, დამოუკიდებელი სატრენინგო მეთოდოლოგიისათვის.



ტრენინგის ჩატარება და სწავლის ფასილიტირების მეთოდოლოგია: თვალსაჩინო კომპეტენციები

ა) ორგანიზება და სესიის მართვა

❑ მოწესრიგებული, ორგანიზებული ფორმით გადმოსცემს ტრენინგის შინაარსს, მასალას (მაგ., იცავს განრიგს, სესიის ფორმატს მიჰყვება და ა.შ)

❑ ტრენინგის დაწყებამდე უზრუნველყოფს რომ ყველა საჭირო მასალა მომზადებული და ადრედაქტირებული ყოს (მაგ. მონაწილის გზამკვლევი, მონაწილის რვეული, ჰენდაუთები, შეფასების ფურცლები, ტესტები, ინვენტარი, აქტივობების ინსტრუქცია და ა.შ.)

❑ არის პუნქტუალური - სესიებს იწყებს და ამთავრებს წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით.

❑ სატრენინგო მასალას ამზადებს თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით - მაგალითად თუ იყენებს PowerPoint სლაიდებს, ითვალისწინებს შესაბამის წესებს (სლაიდები არ უნდა იყოს ტექსტით გადატვირთული, სლაიდების თემა/შრიფტი ურთიერთშესაბამისობაში უნდა იყოს, შრიფტი ადვილად უნდა იკითხებოდეს და ა.შ.)

❑ იცის სატრენინგო სივრცეში არსებული/საჭირო ტექნოლოგიების გამოყენება ან იმ ადამიანების დახმარების მოთხოვნა, ვისაც სათანადო ტექნოლოგური დახმარება შეუძლია გაუწიონ.

❑ ტექნოლოგიების/ინვენტარის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევისათვის მომზადებული აქვს სატრენინგო შინაარსის ალტერნატიული ვიზუალური მასალა.

❑ განსხვავებული მოსაზრებების გაზიარებისათვის ღია და უსაფრთხო გარემოს ქმნის.

❑ ოთახს აწყობს მონაწილეთა შორის მაქსიმალური ინტერაქციისათვის საჭირო პრინციპებიდან გამომდინარე (მუშაობა მცირე ჯგუფებში, წყვილებში, კარუსელში და ა.შ.) და შეზღუდული შესაძლებლობების პირების საჭიროებების გათვალისწინებით.

❑ მკაფიოდ აყალიბებს სასწავლო ამოცანებს და სათანადო დროს გამოყოფს მონაწილეთა მიერ მათი აღქმა-გააზრების გადასამოწმებლად სანამ სხვა თემაზე გადავა (არ გადადის სხვა თემაზე, სანამ არ რწმუნდება რომ მონაწილეები მზად არიან სწავლის დასაწყებად).

❑ იყენებს მრავალფეროვან სატრენინგო მეთოდებს (მაგ., ლექცია, ინტერაქციული პრეზენტაცია, ფერადი კედელი, ჩუმი იატაკი, აკვარიუმი და სხვა) რათა შესძლოს სხვადასხვა ტიპის მსწავლელების დაინტერესება და ჩართვა სატრენინგო პროცესში.

❑ ახდენს კონცეფციებისა და უნარების დემონსტრირებას, მოდელირებას, მართავს დისკუსიებს რათა დარწმუნდეს, რომ მონაწილეებმა დეტალურად გაიგეს და აითვისეს საკვანძო მასალა.

❑ იყენებს მრავალფეროვან აუდიო/ვიზუალურ საშუალებებს რათა მოახდინოს მონაწილეთა სასწავლო გამოცდილების მაქსიმალური გაღრმავება (ვიდეო და აუდიო კლიპები, მუსიკა, თეთრი დაფა, ფლიფჩარტი, ჩასანიშნი ჰენდაუთები, პოსტერები, სხვადასხვა პრეზენტაციების სლაიდები, იმიჯები, ფერადი კედელი და სხვა).

❑ ტრენინგის დაწყებამდე აჟღერებს მონაწილეების და სასწავლო პროცესისადმი არსებულ დეტალურ მოლოდინებს.

❑ იყენებს ერთი აქტივობიდან მეორეზე მონაწილეების გადაყვანის ეფექტურ მეთოდებს (მაგ. მუსიკა, ენერჯაიზერი, ბარათები, ვერბალური ინსტრუქციები და ა.შ.)

❑ კავშირებს ამყარებს ტრენინგის შინაარსსა და სასწავლო ამოცანებს შორის.

❑ ამზადებს და ტრენინგის დასაწყისში გასცემს ლოჯისტიკურ ინფორმაციას (მაგ. ტრენინგის განრიგი, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები - საპირფარეშო, სასადილო..., სერიფიკატები და ა.შ)

❑ მკაფიოდ და გასაგებად აკეთებს ტრენინგის მიმოხილვას.

❑ ნათლად აღწერს რას ისწავლიან და რისი უნარი ექნებათ მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდგომ (სასწავლო ამოცანები).

ბ) ჯგუფის ფასილიტირება


❑ მონაწილეთა ჩართულობისა და კომუნიკაციის მიმართ მკაფიო მოლოდინების გაჟღერების მეშვეობით აყალიბებს და ინარჩუნებს ჯგუფურ ერთიანობას; ფლობს პასიური მონაწილეების პროცესში ჩართვის და ხელისშემშლელ მონაწილეებთან პრევენცია-ინტერვენციის ეთიკურ ინსტრუმენტებს.


❑ იყენებს კონფლიქტების პრევენციისა და გადაჭრის პრინციპებს დაძაბულობის მოსახსნელად და დაპირისპირების დეესკალაციისათვის (მაგალითად მონაწილეთა რწმენა-წარმოდგენების და მიზეზ-რაციონალის გარკვევა და გადაჭრის გზების ძიება)

❑ იყენებს მცირე ჯგუფებს ტრენინგის შინაარსთან მიმართებაში მოსაზრებების გასაზიარებლად, თვითჩაღრმავებისთვის და გასააზრებლად რამდენად ეხმიანება მოცემული ინფორმაცია მათ საკუთარ პრაქტიკებს, და სხვადასხვა კონტექსტში და პირობებში გაჟღერებული ინფორმაციის განზოგადება.

❑ ტრენინგის სესიის დროს მრავალფეროვან სტრატეგიებს იყენებს თანამშრომლობისათვის და ჩართულობისთვის საჭირო პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად.

❑ გასცემს ხარისხიან უკუკავშირს, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებას და აღრმავებს ჯგუფის მიერ მასალის გააზრებას.


❑ ეხმიანება მონაწილეების ვერბალურ და არავერბალურ სიგნალებს.

❑ შესაბამის ტექნიკებს იყენებს ჯგუფის დინამიკის სამართავად და მონაწილეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად (მაგ. სოციალიზაციის სხვადასხვა დონეების გამოყენება - ინდივიდუალური, წყვილებში, მიკრო-ჯგუფებში ან მთლიანად ჯგუფში ჩასატარებეი აქტივობები)

❑ მკაფიოდ და გასაგებად გასცემს სავარჯიშოების, თამაშების, აქტივობების, დავალებების ინსტრუქტაჟს და საჭიროების შემთხვევაში დემოსნტრირებასაც აკეთებს.

❑ იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ინსტრუმენტებს სასწავლო პროცესიდან ამოვარდნილი მონაწილეების უკან დასაბრუნებლად.

გ) სწავლისადმი ტრანსფორმაციული და გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომა


❑ მონაწილეთა პირად პრაქტიკებთან დაკავშირებული კონტექსტუალური სიტუაციების განხილვისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით ქმნის მცირე ჯგუფებში საუბრის პირობებს

❑ იყენებს არაფორმალური განათლების მრავალფეროვან მეთოდებს (მაგ. ქეისების განხილვა, როლური თამაშები, ტრივია, სიმულაციები, თიმბილდინგის თამაშები და ა.შ) ტრენინგის პროცესში მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

❑ იყენებს განსხვავებული ტიპის სტრატეგიებს რათა უზრუნველყოს, რომ ტრენინგის შინარსი ინტელექტუალურად მიმზიდველი და საინტერესო იყოს მონაწილეებისათვის და მოახერხოს მათი ჩართვა კონკრეტულ სასწავლო გამოცდილებაში. მაგ.:

  • როლურ თამაშების გამოყენება, რათა მონაწილეებმა მოახერხონ ტრენინგის შინაარსის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა.

  • გონებრივი იერიშის მეთოდების გამოყენება მონაწილეთა პირადი გამოცდილებასა და პრაქტიკებთან დაკავშირებული ახალი იდეების გენერირებისათვის.

  • ქეისების განხილვა და დისკუსიების მოწყობა.

  • ტრენინგის შინაარსის ინტეგრირება თამაშებში, რომლებიც ამძაფრებს მონაწილეთა ინტერესს და ყურადღების კონცენტრირებას.

❑ ეხმარება მონაწილეებს კრიტიკულად გადახედონ საკუთარ რწმენა-წარმოდგენებსა და პრაქტიკებს ალტერნატიული პერსპექტივების განხილვის, კრიტიკული კითხვების დასმისა და თვითჩაღრმავების და პრობლემების დასახვა/გადაჭრის მეშვეობით.


❑ ატარებს მონაწილეზე ცენტრირებულ (მონაწილის საჭიროებებზე ოროენტირებულ) სესიებს (მაგ. ხელს უწყობს მონაწილეთა ავტონომიურობას, არჩევანის, მონაწილეობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს).

❑ ქმნის ტრენინგის შინაარსის პრაქტიკაში გავარჯიშების და გამყარების შესაძლებლობებს (მაგ., ტრენინგის შინაარს გადასცემს სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით).


❑ ტრენინგის პროცესში სვავს ღია, დამაფიქრებელ, ჩასაღრმავებელ კითხვებს, რომელიც საჭიროებს ანალიზსა და დაფიქრებას, „რატომ“, „როგორ“, შედარება, კავშირის გაბმა, განმარტება და ა.შ.)


გამოყენებული ლტერატურა:

Commentaires


სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page