top of page

საკვანძო კომპეტენცია 4: სწავლის ტრანსფერი

სასწავლო კომპეტენციის სფერო

პროფესიული სწავლება არ არის ცალკე განყენებული მოქმედება. უკეთ რომ გავიგოთ ეს კონცეფცია, წარმოიდგინეთ პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება პიროვნების პროფესიულ გარემოში სხვა მოთამაშეებთან ერთობლივი გამოცდილებისა და ინტერაქციის პროცესში. სწავლების ეს ტრანსფერი (გადატანა, გადაცემა) მნიშვნელოვანია რათა ადამიანებმა მოახერხონ ცხოვრების მანძილზე უწყვეტი სწავლის კონცეფციის მიღება და შესძლონ გადაიტანონ და გამოიტენონ სხვადასხვა სიტუაციაში მირებული გამოცდილება და ცოდნა. ეფექტური სწავლება მოიცავს ინფორმაციას სატრენინგო მასალასთან მიმართებაში მსწავლელის წინა გამოცდილებისა და ცოდნის შესახებ და ეხმარება მონაწილეებსა და ტრენინგის დამკვეთს დაფიქრდნენ და დაგეგმონ ტრენინგის შემდგომი საგანმანათლებლო შესაძლებლობები. იმისათვის, რომ დასაბუთებით განვაცხადოთ რომ სწავლა განხორციელდა, ადამიანს უნდა შეეძლოს ნასწავლის დემონსტრირება.


საკვანძო კონცეფციები:

  • სწავლა არის პროცესი და დამოკიდებულია ტრენინგის დაწყებამდე, ტრენინგის პროცესში და ტრენინგის შემდგომ არსებულ შესაძლებლობებსა და აქტივობებზე.

  • ცვლილებები, რომლებიც ტრენინგს მოყვება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი როცა თავად მსწავლელი და/ან მისი სწავლის დამფინანსებელი ხელს უწყობს მის მცდელობას პრაქტიკაში დანერგოს ის რაც ტრენინგზე ისწავლა.

  • ტრანსფერი (გადატანა) სწავლის საკვანძო კონცეფციაა და დაკავშირებულია პროცესსა და შედეგებთან.

  • წინარე ნასწავლი შემდგომი სწავლის სამშენებლო აგურია - ახალი მასალა ყოველთვის უკვე არსებულზე დაშენდება.

  • სწავლის ტრანსფერის დონეები და ტიპები შეიძლება იყოს ნეგატიური ან პოზიტიური.

  • პროფესიონალი ტრენერები ითვალისწინებენ სწავლების ინდივიდუალურ პრეფერენციებს და კულტურულად განსაზღვრულ სწავლის სტილებს და შეუძლიათ სწავლის ტრანსფერისათვის სხვაადსხვა სტრატეგიები გამოიყენონ ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარებისას.

  • პროფესიონალი ტრენერები რელევანტურ მაგალითებს იყენებენ და ხელს უწყობენ კრიტიკულ შეფასებებს თუ როგორ და რა ფორმით შიძლება მოხდეს ახალი ცოდნის გამოყენება.

  • პროფესიონალმა ტრენერებმა იციან ახალი ცოდნისა და უნარების ათვისებისა და დაოსტატების პროცესში არსებული ტანამიმდევრობა და ეტაპები.

ხელს უწყობს სწავლის ტრანსფერს: თვალსაჩინო კომპეტენციები


❑ იყენებს მონაწილეების გამოცდილებას რათა დაეხმაროს გაიაზრონ და დააკავშირონ ტრენინგის შინაარსი საკუთარ პიროვნულ თუ პროფესიულ გარემოს.

❑ ტრენინგში ჩართული ცოდნისა და სტრატეგიების გამოყენების გეგმების მოდიფიცირებას და ადაპტირებას ახდენს განსხვავებული სწავლის სტილისა და დამოკიდებულებების მქონე მონაწილეთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.


❑ გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ როგორ მოახერხონ მონაწილეებმა მიღებული ცოდნა-უნარების დაუყოვნებლივი გამოყენება საკუთარ პირად და პროფესიულ ცხოვრებაში (ქმნის ტრენინგის შემდგომ გამოსაყენებელ სავარჯიშოებსა და აქტივობებს).

❑ ახდენს მონაწილეების ცოდნის ინდივიდუალური დონის განსაზღვრას ტრენინგის შეჯამებისას და გასცემს მიღებული ცოდნისა და უნარების დამატებითი სასწავლო შესაძლებლობებისათვის ხელშემწყობ რეკომენდაციებს.

❑ თუ ტრენინგი ორგანიზაციის მიერ არის დაკვეთილი, ამზადებს მენეჯმენტთან წარსადგენ ინფორმაციას და რეკომენდაციებს, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს შესძლებლობები შეექმნათ ტრენინგის პროცესში მიღებული ცოდნა-გამოცდილების გასავარჯიშებლად და გასაღრმავებლად.

❑ საჭიროების შემთხვევაში ტრენერი მონაწილეებს ტრენინგის ძირითადი კონცეფციებისათვის პრაქტიკის შესაძლებლობას უქმნის.



გამოყენებული ლტერატურა:


Comments


სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page