top of page

საკვანძო კომპეტენცია # 6: პროფესიონალი ტრენერის მახასიათებლები

საკვანძო კომპეტენციის სფერო



მაღალეფექტიანი პროფესიონალი ტრენერების ძირითადი მოტივაციის წყარო მათი დაუცხრომელი სწავლების სურვილია. იმისათვის, რომ ასწავლო, საჭიროა უაღრესად გათვითცნობიერებული იყო მოცემულ საგანში, იყო მოქნილი, გონებაგახსნილი და გამოირჩეოდე პროფესიონალიზმით. როგორც ტრენინგი, ასევე ტრენერები პროფესიული ფასეულობებისა და ეთიკის თვალსაჩინო მაგალითი უნდა იყვნენ. მონაწილეებთან მათი ურთიერთობა პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული და მთავარ მიზანად ისახავდეს დახმარება აღმოუჩინოს მონაწილეებს აითვისონ მათთვის საჭირო ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოიმუშაონ შესაბამისი დამოკიდებულებები.


საკვანძო კონცეფციები:

  • პროფესიონალი ტრენერი ისახავს და ახორციელებს საკუთარი პროფესიული და პიროვნული ზრდის გეგმებს.

  • პროფესიონალი ტრენერი აცნობიერებს თვითშემეცნების, საკუთარი სწავლის და მონაწილეებისათვის საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროცესისადმი დამოკიდებულებას.

  • პროფესიონალი ტრენერი აცნობიერებს ტრენინგის პროცესში მოქნილობის და მონაწილეთა საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმილ პროგრამაში ცვლილებების შეტანის მზაობის მნიშვნელობას რათა შეინარჩუნოს მათი ყურადღება და ინტერესი ტრენინგის პროცესისადმი.

  • პროფესიონალი ტრენერი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალური ეთიკით.

  • პროფესიონალ ტრენერს ესმის სატრენინგო გარემოში პროფესიული იმიჯის მნიშვნელობა.

  • პროფესიონალ ტრენერს ესმის და დემონსტრირებას უკეთებს ზრდასრულთა სწავლებისა და პროფესიული განვითარების სტანდარტებს.

  • პროფესიონალი ტრენერი იცავს ინტელექტუალური საკუთრების და საავტორო უფლებების კანონებსა და წესებს და ყოველთვის აღნიშნავს გამოყენებული მასალის პირველწყაროს.

პროფესიონალი ტრენერის მახასიათებლები: თვალსაჩინო კომპეტენციები : პროფესიონალიზმი და ეთიკა ❑ ზრუნავს რომ ჰქონდეს საკმარისი ცოდნა მონაწილეთა საჭიროებების შესახებ რათა შესძლოს მათი დახმარება და სწორი რესურსებით მათი მომარაგება. ❑ რეფლექსიას აკეთებს სწავლის პროცესისადმი საკუთარი დამოკიდებულებისა და ხედვის თემაზე რატა შესძლოს ობიექტურობის და მოქნილობის შენარჩუნება მონაწილეებთან მიმართებაში. ❑ მუდმივად ტესტავს და ვარჯიშობს, რეპეტიციებს გადის და საცდელ უფასო ტრენინგებს ატარებს სანამ სატრენინგო პროგრამას ფართო აუდიტორიის წინ გამოიტანს. ❑ თავს იკავებს ისეთი პირობების დადებისაგან, რომლის შესრულებაც არ ხელეწიფება, და გულწრფელად აღიარებს როცა არა აქვს ზუსტი პასუხი დასმულ კითხვაზე. ურთიერთობა და დამოკიდებულება მონაწილეების მიმართ ❑ მონაწილეების სწავლის მოტივაციას ახდენს საკუთარი ენერგიის და აქტიურობის მაგალითით. ❑ მონაწილეთა მიმართ პატივისცემას და დაფასებას გამოხატავს მათ მიერ გაკეთებულ კომენტარებზე და დასმულ კითხვებზე თავაზიანი პასუხებით. ❑ იყენებს შესაბამის იუმორს რათა განმუხტოს დაძაბულობა, შექმნას ხალისიანი განწყობა და აამაღლოს მონაწილეთა ინტერესი. ❑ აქტივობების პროცესში ახდენს ლიდერობის დელეგირებას რათა მონაწილეებმა შესძლონ პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილებების მიღების უნარების გავარჯიშება. ❑ პატივისცემას გამოხატავს ჯგუფის ყველა წევრის მიმართ და თავს არიდებს გამორჩეულად განსხვავებული ინდივიდების ან ჯგუფების ვერბალური თუ არავერბალური დახასიათების გამოყენებას. ❑ იყენებს მარტივ, მკაფიო სამეტყველო ენას ისე, რომ მიიქციოს და შეინარჩუნოს მონაწილეთა ყურადღება და ინტერესი (მაგ. ხმის ტონის და ტემპის ცვლილება) ❑ თავს არიდებს ჟარგონის გამოყენებას და ტექნიკური ტერმინების გამოყენებისას ყურადღებას აქცევს რომ ეს იყოს დროული და ყველასთვის გასაგები.

გამოყენებული ლტერატურა:





Comentarios


სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page